воскресенье, 25 июля 2010 г.

ახირებული თუ გიჟი მმართველები

პროექტის სახელი: “ახირებული თუ გიჟი მმართველები?”
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ისტორიაში ,,ახირებულად” და ,,გიჟად” შერაცხულ მეფეთა და მმართველთა ისტორიებს.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეიტყონ, რომ მეფეებს და მმართველებს, რომელთაც აბსოლიტური ძალაუფლება ჰქონდათ , შეეძლოთ ყოფილიყვნენ უცნაურები, ახირებულები და გიჟებიც კი. ბევრ მათგანს ტანჯავდა მემკვიდრეული დაავადებები : ფსიქოზი, ნევროზი, განდიდების მანია. ზოგიერთი ავადმყოფი არ იყო, მაგრამ უბრალოდ უცნაურად იქცეოდა. ისენი ხომ ხელისუფალნი იყვნენ და ყველაფრის უფლება ჰქონდა. მოსწავლები მოიძევენ ინფორმაციას მათი ქცევის შესახებ და ისაუბრებენ მის გამომწვევ მიზეზებზე.
მონაწილეთა ასაკი: 12–18 წელი /VII-XIIკლასი/
ვადები /ხანგძლივობა/: 2010 წლის ოქტომბერი–2011 წლის იანვარი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიის გამართვა კლასში, მასალის მოძიება ახირებული მმართველების შესახებ, ფოტო ალბომის შექმნა და გამოფენის მოწყობა. პრეზენტაციების მოწყობა, კარიკატურების დამზადება–გამოფენა, რუკაზე მუშაობა. წყაროზე მუშაობა და შეჯერება, მასალების ინტერნეტში განთავსება.
მოსალოდნელი შედეგები: გაიღრმავებენ კონკრეტული პიროვნების და ეპოქის შესახებ ცოდნას, გაეცნობიან გენეტიკის როლს ადამიანის უნარების ჩამოყალიბეაში, მოახერხებენ რუკაზე საჭირო ქვეყნის მოძიებას, გაიმდიდრებენ ქართულ და უცხო ენაში ლექსიკის მარაგს, შეძლებენ ფოტოალბომის ელექრრონული ვერსიის შექმნას, პროექტის მასალის მიხედვით ჟურნალის შექმნას, შემოქმედებითი პრეზენტაციების მოწყობას და ბლოგის შექმნას.
სარგებელი სხვებისათვის: დავეხმაროთ, რომ ათვის ცნობილ ისტორიულ პიროვნებებს შეხედონ სხვა თვალით., გაეცნონ მათ უარყოფით თვისებებს და ქცევებს.
სამუშაო ენა: ქართული. რუსული
საგნებთან /საგანთა ჯგუფებთან/ სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი: – ამ პროექტით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში:
ისტორიაში /გაეცნობიან ისტორიულ პიროვნებებს, დინასტიებს და ეპოქებს/
ბიოლოგიაში–/შეიტყობენ გენეტიკის როლს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში/
გეოგრაფიაში–/შეისწავლიან მოცემული ქვეყნების ადგილმდებარეობას, დაამზადებენ ქვეყნის დროშას და გერბს/
ხელოვნებაში: /დაამზადებენ კარიკატურებს/
საინფორმაციო ტექნოლოგიებში: მოიძიებენ ინტერნეტში მასალას,მოამზადებენ პრეზენტაციას, განათავსებენ ინტერნეტში, ვებ გალერიაში სურათებს ატვირთავენ , ნამუშევრებს განათავსებენ ბლოგში/
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:–
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ფიქრია ხუჯაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: f.xudjadze@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http://fxudjadze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий